„ბარსელონაში” 25 წლის ფრანგი ოსმან დემბელეს შესაძლო დაბრუნება გადაიდო, არადა დღეს გუნდი სეზონისწინა შეკრებას იწყებს. ფლანგის მოთამაშემ კატალონიის დედაქალაქის კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე ვერ მოილაპარაკა. ის თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა აშკარაა, რომ „ბლაუგრანაში” სურს დარჩენა. ფეხბურთელის წარმომადგენლები „ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

„ბარსას” პირობა ასეთია: ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე და ხელფასის 40 პროცენტით შემცირება. კატალონიაში დარწმუნებულები არიან, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს სხვა გზა მაინც არ ექნება. იმას, რომ „რენისა” და „დორტმუნდის” ყოფილი მოთამაშე გუნდს მომზადებაში ჩამორჩება და შეთანხმების შემთხვევაში დაწევა მოუხდება, ყველა შეგუებულია.