ნიკა ბასილაშვილისა და მოლდოველი რადუ ალბოტის წყვილი უიმბლდონის მესამე წრეში გავიდა, სადაც ტურნირზე მეექვსე ნომრად განთესილ კოლუმბიურ დუეტს – ხუან გაბალსა და რობერ ფარას 3 ივლისს შეხვდება.

სამხრეთამერიკელებმა წინა ორი მატჩი დამაჯერებლად, სეტწაუგებლად მოიგეს, ხოლო ალბოტმა და ბასილაშვილმა მეორე წრეშიც გაჭირვებით, 3:2 იმარჯვეს. მათ ამჯერად ეკვადორელი დიეგო იდალგო და კოლუმბიელი კრისტიან როდრიგესი დაამარცხეს – 6:4, 2:6, 3:6, 7:6, 7:5.

რაც შეეხება ნათელა ძალამიძეს, ვინც ზედ უიმბლდონის წინ მიიღო საქაღთველოს მოქალაქეობა და ტურნირზე წყვილში სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან თამაშობდა, მეორე წრეში მასპინძლებთან – ჰარიე დართსთან და ჰიე ვატსონთან 4:6, 2:6 დამარცხდა.