„პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი 2022-2023 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. ფორმის დიზაინი ტრადიციულ, ძველებურ ფერებშია შესრულებული, მუქი ლურჯი მაისურა თეთრ-წითელი ვერტიკალური ზოლებით. საკლუბო ლოგო კი ამჯერად შუაშია განთავსებული.
ახალმა ფორმამ ქომაგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ერთმა დაწერა ინსტაგრამში: „ყველაზე ცუდი ფორმა, რომელიც ოდესმე მინახავს,“
მეორე: „ნაგავია.“
თუმცა უმეტესობას მოეწონა. მთავარი კი ის არის, რომ ფოტოსესიაში ახალი ფორმით მესი და ნეიმარიც გამოჩნდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო მოეღება მათი გუნდიდან წასვლის შესახებ არსებულ მითქმა-მოთქმას.