თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები ჩაიბარა. ჩვენებური კონტრაქტით მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე იმუშავებს, თუმც წარმატების შემთხვევაში საქმეს გააგრძელებს. საინტერესოა, რომ აქვე გეტყვით, რომ თემურს კვიპროსელების გაწვრთნა-მომზადებაში სოსო ჭედია და ფიზიოთერეპევტი როლანდ ხვადაგიანი დაეხმარებიან.

ქეცბაიას დებიუტი 24 სექტემბერს ექნება, როცა კვიპროსელები ერთა ლიგის ეგიდით ბერძნებს უმასპინძლებენ და თუ დაამარცხებენ საჩვენო საქმეს გააკეთებენ. საბერძნეთი ხომ ერთა ლიგის ფლეი ოში საქართველოს ნაკრების მეტოქე შეიძლება იყოს და ჯგუფში უკეთესი მაჩვენებლის შედეგად ჩვენებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლოს.

აქვე ვთქვათ, რომ თემურ ქეცბაიამ საწვრთნელო საქმე სწორედ კვიპროსზე, კერძოდ „ანართოზისში“ დაიწყო, საიდანაც წავიდა და წავიდა – „ოლიმპიაკოსი“, საქართველოს ნაკრები, ათენის აეკი, „ორენბურგი“, ისევ „ანორთოსისი“ და ახლა უკვე კვიპროსის ეროვნული გუნდი.

May be an image of 2 people