37 წლის კრიშტიანუ რონალდუ ასაკის მიუხედავად ჩინებულად თამაშობს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას სხვა რამეზე გავამახვილებთ: betting.com-ის ინფორმაციით პორტუგალიელი გახლავთ სპორტსმენი, რომლის გვარ-სახელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად წერენ ინტერნეტის საძიებო სისტემაში.
რონალდოს შესახებ ამა თუ იმ ინფორმაციას თვეში 11 მილიონი ადამიანი ეძებს. ეს დაახლოებით 5 მილიონით მეტია ამერიკული ბურთაობის ვარსკვლავის რაიან რამზიკის ძიებათა რაოდენობასთან შედარებით.
შემდეგ მოდის „პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი, რომელიც NBA-ს დიდ წარმომადგენელ ლებრონ ჯეიმსს უსწრებს.
ლეო მესი, რომლის სახელიც რონალდუს სახელის ხსენებისთანავე წამოტივტივდება ხოლმე გონებაში, მეხუთეა.
მის შემდეგ ისევ ამერიკული ბურთაობის წარმომადგენელია — სუპერბოულის შვიდგზის გამარჯვებული ტომ ბრეიდი, რომელსაც ფორმულა ერთის პილოტები ლუის ჰამილტონი და მაქს ფერსტაპენი მოსდევენ.
ათეულში შედის ამერიკული ბურთაობის კიდევ ერთი ვარსკვლავი არონ როჯერსიც, ბოლო კი ირლანდიელი კონორ მაკგრეგორია — შერეული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენელი.