International Judo Federation - WikipediaDONATE NOW: EJU FUNDRAISING FOR UKRAINIAN JUDO FAMILY - European Judo Unionუკრაინის ძიუდოს ფედერაციის განცხადებით, მათი ნაკრები ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
საქმე ისაა, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რუს და ბელარუს ათლეტებს ტურნირზე ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება მისცა:
„ისეთი ლოზუნგების შემდეგ, როგორებიცაა: მეგობრობა, სოლიდარობა, მშვიდობა, სპორტი საზღვრებს გარეშე, ძიუდოს ღირებულებები – IJF-მა წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პირველია, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციები უხეშად დაარღვია. IJF-ს გადაწყვეტილებამ, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს, დროშისა და ჰიმნის გარეშე, ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობების ნება დართო, უკრაინული ძიუდოს ოჯახში დიდი გულისწყრომა გამოიწვია. სამწუხაროდ, IJF-მ ბარონ პიერ დე კუბერტენის მიერ ჩამოყალიბებული ოლიმპიური პრინციპების ინტერპრეტაცია თავისებურად მოახდინა. IJF-ს გადაწყვეტილებით მეტისმეტად იმედგაცრუებულნი ვართ და ყველა შეჯიბრებაზე უარს ვამბობთ ვიდრე, სანამ იქ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები იქნებიან,“ – თქვეს უკრაინელმა ძიუდოისტებმა.