ქვემოთ, ვიდეოზე დრამატულ მომენტს ხედავთ — ფოტოგრაფი, პირმშვენიერი ნური მარგუი მოზეიმე „ჟირონას” ავტობუსიდან ვარდებოდა, მაგრამ გადაარჩინეს. ახალგაზრდა ქალი რომ ჩავარდნილიყო, ალბათ სერიოზულად დაშავდებოდა. ის კატალონიური კლუბის ოფიციალური ფოტოგრაფია.

„ჟირონა” პრიმერა დივიზიონში დაბრუნებას ზეიმობდა. მან ფლეი-ოფის ფინალში „ტენერიფეს” აჯობა — შინ 0:0 ითამაშა, მაგრამ სტუმრად, კანარის კუნძულზე 3:1 მოიგო. რეგულარულ ჩემპიონატში „ჟირონა” მე-6 ადგილზე გავიდა, მაგრამ ფლეი-ოფში იყოჩაღა: „ტენერიფემდე” „ეიბარს” აჯობა (0:1;2:0).

ავტობუსზე, გასაჭირში ჩავარდნილი ფოტოგრაფი 19 წლის ფეხბურთელმა, „ტენერიფეს” კარში მესამე გოლის ავტორმა არნაუ მარტინესმა დაინახა და იხსნა.

ინციდენტის შემდეგ მარგუი ხუმრობდა, რაც გინდა მოხდეს, ფოტოაპარატს ხელს არასდროს გავუშვებო.