მძიმე დღეები უდგას საქართველოს. გარშემო უნდობლობაა, დაპირისპირება. ხდება ის, რაც ათა-ბაბადან მოგვდგამს: ნაცვლად იმისა, რომ საქვეყნო საქმე ერთად გავაკეთოთ, ერთმანეთს ვერჩით და შვილებს მომავალს ვუფუჭებთ.

დამძიმდა გული, აიმღვრა გონება. ნეტავ კი ვიყავით ოდესმე ერთსულოვანნი? – კითხულობს სასოწარკვეთილი ქართველი და აღარ ახსოვს, რომ სულ რაღაც ერთი-ორი კვირის წინ საერთოდ არ გვახსოვდა რამე თუ განგვასხვავებდა. არ გვახსოვდა, იმიტომ, რომ ეროვნულ ნაკრებს ვედექით მხარში. ბიჭები იგებდნენ, ჩვენ გვიხაროდა და სტადიონზე ერთმანეთის გვერდიგვერდ მჯდომთ აზრადაც არ მოგვდიოდა, რომ შეიძლება სხვადასხვა ბანაკებიდან ვყოფილიყავით.

Image 20

ჰოდა, მარტო ამიტომ გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!

აღარც მესხისა და მეტრეველის ეპოქაა, აღარაც ჩივაძის, გუცაევისა და ყიფიანის, მაგრამ ის მაინც დიდია. გაცილებით დიდი, ვიდრე ბურთაობა და ბევრი სხვა რამ, ერთი შეხედვით უფრო მნიშვნელოვანი.

აი, სულ ეს არის რის თქმაც გვინდოდა.

ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს!

Image 13