The Leipzig gives course backwards with Ilaix Moribaგასული სეზონის მეორე ნახევარში, გვინეის ნაკრების 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ილიაშ მორიბა „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო, თუმცა ის გერმანულ „ლაფციგს” ეკუთვნოდა. ახლა მორიბა როგორც ჩანს „აიაქსში” გადადის და თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, მაშინ რაღაც თანხა… „ბარსელონასაც” ერგება.

ასეთი დახლართული გახლავთ ფეხბურთელთა თანამედროვე ბაზარი. გვინეელი დედისა და ლიბერიელი მამის ვაჟი პროფესიონალად ესპანეთში ჩამოყალიბდა. თავიდან „ბარსელონას” ეკუთვნოდა, მერე „ბარსამ” „ლაიფციგში” გაყიდა, თუმცა იქ თავი დიდად ვერ გამოიჩინა და გერმანელებმა იჯარით „ვალენსიაში” გაუშვეს.

„ღამურების” ფინანსური მდგომარეობა მოგეხსენებათ მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, ამიტომ მამარდაშვილის კლუბმა მორიბას „ლაიფციგიდან” გამოსყიდვაზე უარი თქვა, თუმცა „მუნდო დეპორტივო” აცხადებს, რომ მისი შეძენა „აიაქსს” უნდა. ამსტერდამის კლუბმა რაიან გრავენბერხი „ბაიერნში” გაყიდა და ახლა მის შემცვლელს ეძებს.

კითხვაზე, თუ საიდან გაახსენდა „აიაქსს” მორიბა, პასუხი მარტივია. ჰოლანდიის ჩემპიონის ახალი მწვრთნელი გახლავთ ალფრედ შროიდერი, რომელიც 2020-21 წლებში „ბარსელონაში” რონალდ კუმანის ასისტენტი იყო და გვინეელი გუნდში ჰყავდა.

თუ „ლაიფციგსა” და „აიაქსს” შორის ხელშეკრულება, რომელიც 22 მილიონ ევროდ უნდა შეფასდეს დაიდება, მაშინ 2,2 მილიონი „ბარსელონასაც” ერგება.