შეიძლება იყოს 2 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებათბილისის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – გიორგი ჭიაბრიშვილი, ვინც კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და საქმეს შეუდგა.

​გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ჭიაბრიშვილმა თბილისის „საბურთალო“ და „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. მისი თავკაცობით თბილისელები სამი წლის წინ ქვეყნის თასს დაეუფლნენ. 2018 და 2020 წელს ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი 20 ივნისს შედგება, როცა „დინამო“ „გაგრას“ უმსპინძლებს.

ჭიაბრიშვილს გიორგი დეკანოსიძე დაეხმარება.

შეიძლება იყოს 16 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება