თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმც მოულოდნელად გაირკვა, რომ ზინედინ ზიდანმა უარი თქვა „პარი სენ-ჟერმენის“ გაწვრთნაზე.
ბოლო პერიოდში ზიდანი საერთაშორისო სპორტულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა, როგორც მაურისიო პოჩეტინოს ყველაზე რეალური ალტერნატივა, მაგრამ… ზიდანი, თურმე, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებას ელის და ეიმედება, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს შესთავაზებენ.
ფრანგების თავკაც დიდიე დეშამს 2022 წლის 31 დეკემბერს უმთავრდება კონტრაქტი, რომელიც, ცნობილია, რომ აღარ გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დაასრულებს საფრანგეთის ეროვნული გუნდი მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს.