წყალტუბოში, ადგილობრივ „სამგურალთან“ 1:2 წაგების შემდეგ თბილისის „დინამომ“ კახა ცხადაძე მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა.

კახა ცხადაძე: ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია, ჩვენი გეგმები გვაქვს -  popsport„დინამო თბილისმა 18 ივნისს მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დინამო თბილისი 53 წლის სპეციალისტთან ერთად, მისმა ასისტენტებმა, გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც დატოვეს. კლუბი მადლობას უხდის კახა ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. კლუბის გადაწყვეტილებით ამ მომენტში ხელშეკრულების გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მადლიერები ვართ კახას და მისი გუნდის მიერ გაწეული სამსახურით და გვინდა მათ წარმატება ვუსურვოთ“, – წერია „დინამოს“ ოფიციალურ განცხადებაში.

ცხადაძე „დინამოს“ თავკაცად ერთი წლის წინ დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ნეფთჩისთან“ დამარცხდა, შემდეგ კი კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციოზე გადაინაცვლა და იქ უკვე ჰაიფას „მაკაბისთან“ დათმო.

საღდეისოდ, „დინამო“ საქართველოს ჩემპიონატის მესამე საფეხურზეა და ლიდერ „ბათუმს“ 6 ქულით ჩამორჩება, ამათ შორის 33 ქულით „სამგურალია“, რომელსაც თბილისელებზე ქულით მეტი აქვს.

კახა ცხადაძის შესაძლო მემკვიდრეს რაც შეეხება, აქ-იქ ითქვა, „დინამოს“ გია ჭიაბრიშვილი ჩაიბარებსო.