Sadio Mane arranged to play a match on his hometown pitchსადიო მანემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხალხოსანია. მოცალეობისას სენეგალში, მშობლიურ ქალაქ ბამბალიში ჩავიდა და მოყვარულებთან ერთად წვიმისგან გალუმპულ ტალახიან სტადიონზე ითამაშა.

„ლივერპულის“ ვარსკვლავთან ერთად მატჩში „ბლექბრენისა“ და „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი ელ ჰაჯი დიუფი, „ნიუკასლის“ პაპის სისე, ასევე სენეგალის ნაკრების პარტნიორები მბაიე დიანე და დესირ სეგბაც მონაწილეობდნენ.

„დავბრუნდით წიაღში. გალა-მატჩში ბამბალის მოედანზე, სადაც ყველაფერი იწყებოდა. დიდი მადლობა ჩემს ძმებს მბაიეს და დესირს.“ – დაწერა შემდეგ მანემ ინსტაგრამში.

ზემოთ ხალსოსანი ვახსენეთ და სწორედ ასეთია მანე. ბამბალის სკოლა და საავადმყოფი აუშენა. 2020 წელს 50 ათასი ევრო გადაურიცხა თავის ქალაქელებს კორონავირუსთან საბრძოლველად. გახსნა ფეხბურთის აკადემიაც.

როცა ჩადის, ჩვეულებრივი მოქალაქესავით იქცევა. ქუჩაში იაფი ველოსიპდით გადაადგილდება და ახლა ტალახშიც გააგორა ბურთი, სტადიონზე, სადაც ბავშვობაში დაიწყო თამაში.