ეს უნდა ნახოთ! 33 წლის ავსტრალიელ მეკარეს ენდრიუ რედმეინს ნაკრებში სულ სამი თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ მან „სოკერუ” (ანუ ავსტრალიის ნაკრები) მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.
კლუბ „სიდნეის” კარის მცველმა, რომელიც ეროვნულ გუნდში სათადარიგოთა შორის სათადარიგოა, პერუსთან ფლეი-ოფის ბოლოს, პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია და ყატარი 2022-ის საგზური მოინადირა. ის მოედანზე დამატებითი დროის ბოლოს, 120-ე წუთზე შევიდა. მან მთავარი მეკარე „რეალ სოსიედადის” მეტიუ რაიანი შეცვალა. როგორც გაირკვა მწვრთნელის გრემ არნოლდის გათვლა სწორი ყოფილა. პენალტების მოსაგერიებლად შესულმა გოლკიპერმა გაამართლა, მაგრამ ნეიტრალური მაყურებლისთვის აქ მთავარი ის არის, თუ როგორ დახტოდა რედმეინი პერუელთა დარტყმების წინ კარის ხაზზე. ასეთი ხერხით ის მეტოქეების დაბნევას ცდილობდა და როგორც გამოჩნდა, მიაღწია კიდეც მიზანს.
შეხვედრა და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
