როგორც იქნა საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურთიერთშეხვედრებში ნავსი გატეხა და მეტოქეს პირველად მოუგო, თუმც მოგებაც არის და მოგებაც – ვილი სანიოლის გუნდმა სკოპიეში სამი უპასუხო გოლით იმარჯვა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი გოლები გაიტანეს, რითაც C ლიგის მე-4 ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს. თუ რამე სასწაული არ მოხდა, ჩვენი ნაკრები ჯგუფს მოიგებს.
საქართველოს ნაკრებს ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი ჰანდიკაპით აქამდე არ მოუგია. სამ მატჩში ცხრა ქულა, 12 გატანილი და მხოლოდ ორი გაშვებული გოლი – ასეთია სანიოლის შეგირდების მონაგარი ბოლო ერთ კვირაში…
მიხეილ ჟორჟოლიანი საგანგებოდ სარბიელისთვის სკოპიედან