სკოპიეში საქართველოს ნაკრებთან 0:3 წაგების შემდეგ, სლოვაკური „სპარტაკ ტრნავასა” და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელი მილან რისტოვსკი ადგილობრივი მედიის თქმით პირველი იყო, ვისაც ჟურნალისტებთან გაჩერებისა და მწარე მარცხზე ლაპარაკის ვაჟკაცობა ეყო.

„თუ გავიხსენებთ, როგორ ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და როგორ ველოდით მას, ძალიან გაწბილებულები დავრჩით. ხანდახან ფეხბურთი ასეთია, შეიძლება ითქვას დაუნდობელი. ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც წარმოგიდგენია. საქართველომ გვაჯობა და უნდა მივულოცოთ. სამწუხაროდ, ახლა ვარიანტების თვლა უნდა დავიწყოთ. ამ მდგომარეობაში ჩავარდნა არ გვინდოდა, მაგრამ თუ პირველ ადგილზე გვინდა გასვლა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მეტოქე ქულებს დაკარგავს, ჩვენ კი სტუმრად დავამარცხებთ,” — თქვა რისტოვსკიმ.