ჩრდილოეთ მაკედონიისა და „შალკე 04″-ის მარჯვენაფლანგელის დარკო ჩურლინოვის აზრით სკოპიეში საქართველოს ნაკრებთან 0:3 წაგების შემდეგ მან და მისმა თანაგუნდელებმა თავი ხელში უნდა აიყვანონ და დარჩენილ შეხვედრებში გაიმარჯვონ.
„საქართველოს ნაკრებთან ორჯერ თუ სამჯერ შევცდით და მეტოქემ დაგვსაჯა. ამ თვეში ერთი შეხვედრა დაგვრჩა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დღეს შეტევების დამაგვირგვინებელ ეტაპზე ვერ ვივარგეთ. ახლა საკუთარი ფეხბურთი კარგად უნდა გავაანალიზოთ და ისე მივუდგეთ მომდევნო მატჩებს.
მთავარია შემდეგი თამაშისთვის თავი ხელში ავიყვანოთ. კარიერაში ყველანაირი თამაში არსებობს. ახლა მთავარია გიბრალტართან სამი ქულა მოვიპოვოთ”, — თქვა ჩურლინოვმა.ერთა ლიგასაქართველოს ნაკრები