ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფავორიტად დაასახელა.
„ტოტენჰემის“ ვარსკვლავს დაავიწყდა, რომ „სკუარდა აძურა“ მონდიალზე ვერ მოხვდა, შესარჩევი ფლეი-ოფი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან.
„2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამი ფავორიტი? არის რამდენიმე ძლიერი ევროპული ნაკრები: ჩვენ (ინგლისი), გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია. ასევე არიან ბრაზილია და არგენტინა“, – ციტირებს კეინის სიტყვებს SportsCenter.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება ყატარში. ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტურნირი ზაფხულში არ ტარდება.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
