Nikoloz Basilashvili becomes first Georgian to win ATP title - NBC Sportsშტუტგარტის BOSS OPEN-ზე, რომლის საპრიზო ფონდი 769 645 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი ლორენცო მუსეტი კი დაამარცხა – 7:5; 6:3 – თუმცა, ამის გაკეთებას ორი დღე მოუნდა. გუშინ დაწყებული თამაში წვიმის გამო მაშინ გადაიდო, როდესაც ჩვენებურს სოლიდური უპირატესობა ჰქონდა.

პირველი სეტში ორივე ჩოგბურთელი კარგად აწვდიდა, თითქოს ტაი ბრეიკიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბოლო, მე-12 გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა შეასრულა. მეორე სეტის დასაწყისშივე ქართველი 3:0 დაწინაურდა, ხოლო, როდესაც 4:2-ს იგებდა და აწვდიდა, წვიმის გამო თამაში შეწყდა. დღეს კი, საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:3.

მერვედფინალში ჩვენებური ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს შეხვდება, რომელმაც ჩეხი ირჟი ლეჰეჩკა ასევე ორ სეტში, 7:6, 6:3 დაამარცხა.