No description available.ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო, გასულ კვირადღეს, მეუღლესთან ერთად წმინდა იაკობის გზაზე დაიძრა. მანძილი ერთობ შთამბეჭდავია – 280 კილომეტრი.

წმინდა იაკობის გზა (El Camino de Santiago) მომლოცველთა გზა გახლავთ ესპანეთში. გალისიაში მდებარე სანტიაგო-დე-კომპოსტელას ტაძრისაკენ, სადაც ტრადიციის მიხედვით მოციქული იაკობ ზებედესია დაკრძალული. საქმე ის არის, რომ რონალდომ 2018 წელს, მაშინ დაბალი ლიგის საფეხბურთო კლუბ „ვალიადოლიდის“ აქციათა საკონტრლო პაკეტი შეიძინა და დაიქადნა: თუ „ვალიადოლიდი“ პრიმერა დივიზიონში გადავა, მომლოცველთა გზას გავივლიო. „ვალიადოლიდი“ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა და კიჭაც პირობას ასრულებს. ეგ არის, დაიჩივლა, ფეხები მტკივა და მეუღლესთან ერთად ამ გზას ველოსიპედით გავივლიო.

 

წილი
წინა სტატიაშაკირას შფოთიანი დღეები
შემდეგი სტატიაინტერი – ინძაგი – უკეთესი კონტრაქტი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...