სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. მილანურ კლუბთან ის ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს გაგრძელების პერსპექტივით. გარიგება ჯერ წერტილდაუსმელია, თუმც ბევრიც არაფერი უკლია – სამედიცინო შემოწმება და ხელმოწერა-წარდგენა.
ჰენრიხ მხითარიანი საუკეთესო სომეხი ფეხბურთლია, რომელმაც კარიერა შინ, „პიუნიკში“ დაიწყო, იყო უკრაინულ „მეტალურგში“ და „შახტარში“, „დორტმუნდში“, მანჩესტერში“, „არსენალსა“ და 2019 წლიდან „რომაში“…
რომაელებს მხითარიანის შენარჩუნება ძალიანაც კი სურდათ, მაგრამ თავად ფეხბურთლმა უფრო მოიწადინა და აგერ, ბედი „ინტერს“ დაუკავშირა. თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაში სურს თამაში, რაც რომში ყოფნის პერიოდში ვერ მოარხერხა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
