Karim Benzema of France shoots the ball and scores during the UEFA Nations League League A Group 1 match between France and Denmark at Stade de...ერთა ლიგის A დონის პირველ ჯგუფში დანიამ პარიზში საფრანგეთს 2:1 მოუგო, არადა ქარიმ ბენზემას ულამაზესი გოლით მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ. დანიელთაგან ორივე გოლი „ტრაბზონსფრის” თავდამსხმელმა, შეცვლაზე შესულმა ანდრეას კორნელიუსმა გაიტანა.

Andreas Cornelius of Denmark scores a goal to make it 1-2 during the UEFA Nations League League A Group 1 match between France and Denmark at Stade...სტუმრებმა თავიდანვე ყოჩაღად დაიწყეს — მე-5 წუთზე ძელს გაარტყეს ბურთი. მასპინძლებმა იგრძნეს, რომ დანიის გუნდი სერიოზულად იყო განწყობილი და მათი პრესინგის დაძლევა სცადეს. სტუმრების ჩანაფიქრი კი ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ბენზემასა და მბაპესკენ პასების მაქსიმალური შეზღუდვა იყო. მბაპე პირველ ტაიმში დაშავდა და ის „ლაიპციგის” ნახევარმცველით, კრისტოფრ ნკუნკუთი შეცვალეს, რომელმაც 51-ე წუთზე ბენზემას გოლში ქუსლით დაგორებული მახვილგონივრული პასით ღირსეული მონაწილეობა მიიღო.

გოლით ფრთაშესხმულმა ფრანგებმა ერთიხანობა ლამაზი შემტევი ფეხბურთი ითამაშეს, მაგრამ დანიელებმა წარბი არ შეიხარეს და კორნელიუსმა 68-ე წუთზე ასევე ლამაზად გაქვითა. შემდეგ ნგოლო კანტეს შეეძლო კვლავ წინ გაეყვანა მასპინძლები, მაგრამ ძელს გაარტყა ბურთი. კრისტიან ერიკსენს უგო ლორისმა არ გაატანინა, არადა ამ ეპიზოდში თითქოს უეჭველად გოლი უნდა გასულიყო. 88-ე წუთზე კი კორნელიუსმა გამარჯვებისა შეაგდო.

„თამაშში უკეთ ჩავერთე ვიდრე ველოდი. ფანტასტიკური განცდა იყო, როდესაც 80 ათასი მაყურებლის წინაშე, საუცხოო ატმოსფეროში მოედანზე გავედით და გავიმარჯვეთ. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, ყველა რგოლში მაღალი დონის ფეხბურთელებით. პატარა ქვეყანას წარმოვადგენთ, მაგრამ შეგვიძლია საუკეთესოებს ტოლი არ დავუდოთ”, — თქვა კორნელიუსმა მატჩის შემდეგ.

უგო ლორისი: „წაგებამ გული დაგვწყვიტა. ჭკუა უნდა ვისწავლოთ. ბოლოხანს კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ ამ დამარცხებამ დაგვამძიმა. საჭიროა გონს მოვეგოთ და შემდეგ შეხვედრაში გავიმარჯვოთ”.

შემდეგი თამაში ფრანგებს 6 ივნისს ხორვატიაში აქვთ, ხოლო ფრანგებს ავსტრიაში.