როლან გაროსის მერვედფინალების მეორე დღეს ორი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: რუსმა დანილ მედვედევმა ხორვატ მარინ ჩილიჩთან სამ სეტში უშანსოდ წააგო – 2:6; 3:6; 2:6; ბერძენი სტეფანოს ციციპასი კი 19 წლის დანიელ ჰოლგერ რუნთან ოთხ სეტში დამარცხდა 7:4; 3:6; 6:3; 6:4.
რუნი მეოთხედფინალში კიდევ ერთ სკანდინავიელს, ნორვეგიელ კასპერ რუდს შეხვდება, ვინაც ოთხ სეტში პოლონელი ჰურკაჩი დაამარცხა – 6:2; 6:3; 3:6; 6:3. ჩილიჩს კი, მეოთხედნალში ისევ რუსი, ანდრე რუბლიოვი ეთამაშება, რომელმაც თავის მხრივ იტალიელტ სინერთან მატჩი მეტოქის ტრავმის შდეგად მოიგო.
რუსები შეხვდებიან ერთმანეთს ქალთა შორის მეოთხედფინალში – დარია კასატკინა ვეროკინა კუდერმეტოვს შეხვდება. კასატკინამ იტალიელ კამილა ჯორჯს (6:2; 6:2) მარტივად აჯობა, ხოლო კუდერმეტოვას სამი სეტი დასჭიდა ამერიკელ კეისთან (1:6; 6:3; 6:1).
სამაგიეროდ, მოიგო ამერიკელმა პეგულამ, ვინც რუმინელ ბეგუს (4:6; 6:2; 6:3) სძლია და მეოთხედფინალში პოლონელ შვიონტეკს ეთამაშება. თავის მხრივ შვიატეკმა ჩინელ ჟენგს (6:7; 6:0; 6:2) შანსი არ დაუტოვა.