„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პსჟ-ის ფეხბურთელების სიტუაცია შეაფასა. უფრო ექს-ბარსელონებზე გაამახვილა ყურადღება.
… რას ვიტყვი ნეიმარზე? ვის არ უყვარს ნეიმარი? ის გამორჩეული ფეხბურთელია და პსჟ-ს ახლა მისი გაშვება შეუძლია, თუმც ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ 4-5 წლით აქვს. ფეხბურთელები, რომლებიც ასეთ კლუბთან ხანგრძლივ ხელშეკრულებას აწერენ ხელს, ფაქტიურად მონობას თანხმდებიან. „ბარსას“ ყოფილი ფეხბურთელები აქ თუ დაბრუნდებიან, მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით. სხვანაირად ასეთი ტრანსფერების ფუფუნება არ გვაქვს.