აი, ამბავი: გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით „მანჩესტერი იუნაიტედი“ დაინტერესდა. ინგლისელები „ვალენსიას“ უკვე დაუკავშირდნენ. „მანჩესტერს“ ქართველი მეკარე დავიდ დე ხეას შემცვლელად შეუჩევიათ და სავარაუდო სატრანსფერო ფასიც ამად უკითხავთ.
1.99 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველი მეკარე ვალენსიაში წინა ზაფხულს თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა (თბილისის „დინამოს“ საკუთრება იყო) და მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ესპანურ ლიგაში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.
მამარდაშვილის სანაცვლოდ, როგორც ესპანელები ამბობენ, „ვალენსიამ“ 850 ათასი ევრო გადაიხადა, სადღეისოდ კი მისი ფასი დაახლოებით 20 მილიონია, რომელიც ყოველდღიურად იზრდება.
ვალენიასა და მანჩესტერს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს.