„მილანის“ მწვრთნელ სტეფანო პიოლის საჩემპიონო მედალი მოპარეს.
56 წლის სპეციალისტი „სასუოლოსთან“ ბოლო ტურში მოგების მერე ზეიმობდა, შამპანურითაც გაწუწეს და ამ დროს ააცალეს…
„საჩემპიონო მედალი ამაცალეს. ვიღაცამ ყელიდან მომხსნა. დიდი მადლობელი ვიქნები მისი, ვინც დამიბრუნებს. სხვა ჯერ არ მაქვს“, – თქვა პიოლიმ.
სხვათა შორის, ეს პიოლის პირველი ტიტულია სამწვრთნელო კარიერაში. თან როგორი… „მილანი“ 2011 წლის მერე პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.