პირველ წრეში ჩვენებურის მეტოქე ამერიკელი მაქსიმ კრესი გახლდათ, რომელიც ბაშილაშვილმა 3:6; 2:6; 7:6; 6:4; 6:4 დაამარცხა.
ბასილაშვილმა საწყისი ორი სეტი პირწმინდად წააგო და მატჩის მოგების შანსი ძალიან შეიმცირა. მესამე სეტში ჩოგბურთელები ტაი ბრეიკამდე ისე მივიდნენ, ჩაჭოდება არ წაუგიათ. ტაი ბრეიკზე კი ბასილაშვილმა ორჯერ გადაარჩინა მატჩ პოინტი და 10:8 მოიგო.
ხოლო მეოთხე და მეხუთე სეტი თითქმის იდენტური იყო: ბასილაშვილმა ბოლოსკენ აართვა მოწოდება ამერიკელს და მეორე წრეში გავიდა. ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე ამერიკელ მაკდონალდსა და იტალიელ აგამენონს შორის გაირკვევა.

File:Nikoloz Basilashvili 2 - French Open 2015, Qualifs day 2.jpg - Wikimedia Commons