კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ გარეთ ბეილი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზად იქნება: 28 მაისს ხომ „რეალი“ – „ლივერპულია“…
და ყველას ახსოვს ოთხი წლის წინანდელი ფინალი, როცა გარეთ ბეილმა ორი გოლი გაუტანა ლივერპულელებს და ის შეხვედრა 3:1 დასრულდა.
და ახლა ვითომ შანსია, რომ ბეილი ათამაშოს ანჩელოტიმ? თუ გაიხუმრა?
„ბეტისთან რატომ ვერ ითამაშა? მცირე ტრავმა ჰქონდა. მას სურდა გუნდთან დამშვიდობება. ახლა კი ბეილს ბოლო შანსი აქვს, ის ფინალისთვის მზად იქნება“.
ბოლო სეზონი ბეილს „რეალში“ საშინელი ჰქონდა. მხოლოდ 290 წუთი და 1 გოლი. თუმცა ეს ის ფეხბურთელია, როცა გუნდს თამაში არ გამოსდის, სწორედ მაშინ შეიძლება გაისროლოს…