Kaka Ac Milan 2003 : Kaka AC Milan Panini Calciatori 2003-2004 Rookie Sticker ...ჯერჯერობით ბოლო ბრაზილიელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო – კაკა.
სიახლე კაკაზე: A ლიცენზია მიიღო და მწვრთნელობა სურს.
გადაწყვიტა, ამ საქმიანობას მიჰყვეს, ოღონდ ჯერ არ იცის, სად იმუშავებს. ბრაზილიური საიტები წერენ, რომ სავარაუდოდ, კაკა სამშობლოში დაიწყებს.
„სწავლა დამთავრებულია. ახლა გუნდი დამრჩა“, – თქვა კაკამ, რომელმაც 5 წლის წინათ ამერიკულ „ორლანდო სიტიში“ დაასრულა კარიერა.
2000-იანების შუაში რომ „მილანი“ იყო, იმ გუნდიდან ბევრმა დაიწყო მწვრთნელობა. ანდრეი შევჩენკო, ჯენარო გატუზო, ანდრეა პირლო, იონ-დალ ტომასონი, მასიმო ოდო, ალესანდრო ნესტა, ფილიპო ინძაგი…
განსაკუთრებული შედეგისთვის ჯერ არავის მიუღწევია. კაკას ველოდებით.