ეკატერინე გორგოძე „როლან გაროსის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ფრანგი ოკეან ბაბელს შეხვდა და 6:1; 4:6; 4:6 დამარცხდა. არადა, დასაწყისი ჩვენებურს ცუდს არაფერს უქადდა – პირველი სეტი გორგოძემ მძლავრად დაიწყო, 4:0 დაწინაურდა და სეტი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე. მეორე სეტიც გორგოძის უპირატესობით დაიწყო: ჯერ ერთი ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ იქვე დათმო. შემდეგ მეორეჯერაც იხეირა, მაგრამ ზედიზედ წააგო...
ჩეფერინის რეალი უკვირს და ეამაყება
უეფას პრეზიენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა 28 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა. „ლივერპული“ თუ „რეალი“ ? ჩეფერინმა თქვა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ მადრიდელთა გასვლას არ ელოდა… „როგორც ჩანს, „რეალს“ ცხრა სიცოცხლე აქვს, როგორც კატას. ძალიან გამოცდილი გუნდია, რომელსაც, ვფიქრობ, დაცვაში აქვს პრობლემები. ჰყავთ ქარიმ ბენზემა, რომელიც მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დაუფასებელ ფეხბურთელად მიმაჩნია. ლუკა მოდრიჩი კი წლების მატებასთან...
ბათუმური 7
წინა ტურის მიმოხილვისას დავწერეთ, რომ ჯამში მხოლოდ 7 გოლი გავიდა და ანტირეკორდი დამყარდა. ამჯერადაც ვერ იყო საქმე კარგად, 4 მატჩში სულ სამი ბურთი გასულიყო. მაგრამ ეწვია „ლოკომოტივი“ „ბათუმს“ და 9 გოლი გავიდა. 7 მასპინძლებმა გაიტანეს, ორიც სტუმრებმა. გოლები ყველა გემოვნებისთვის მასპინძელთაგან დუბლი მიითვალეს ჯაბა ჯიღაურმა და ზურიკო დავითაშვილმა. ზურიკოსთვის ეს სულაც „ბათუმის“ მაისურით გატანილი პირველი...
ბასილაშვილი სოუზამ დაახრჩო
ჟენევაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე ეტაპიდან დატოვა. ჩვენებური პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან 4:6; 3:6 დამარცხდა. არადა, დასაწყისი ბასილაშვილის იყო – მეტოქეს ჩაწოდებაზე ქულა აართვა, თუმც მალევე მეტოქეს გათანაბრების საშუალება მისცა, ხოლო სეტის ბოლოს ერთხელაც დაბრეიკდა. მეორე სეტის შუაში სოუზამ მნიშვნელოვანი გეიმი მოუგო ბასილაშვილს, 5:2 დაწინაურდა და საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.
შაქირი – ხელფასი არაა შაყირი
შვეიცარიელი ნახევარმცველი შერდან შაქირი ამერიკული მლს-ის ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი ყოფილა. შაქირი „ჩიკაგო ფაირში“ თამაშობს და წელიწადში 7,5 მილიონ ევროს საბაზისოდ იღებს, ხოლო სეზონის ბოლოს ეს ანაზღაურება 8,3 მილიონი ევრო გახდება. აქამდე ყველაზე მეტს წელიწადში ზლატან იბრაჰიმოვიჩი იღებდა: 7,2 მილიონს 2019 წელს. შაქირი ამ ზამთარს ფრანგული „ლიონიდან“ გადავიდა ჩიკაგოს კლუბში. 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და...
მურთი: ლივერპული განავალია
როგორც იცით, ესპანურმა გაზეთმა „სუპერდეპორტემ” „ვალენსიას” პრეზიდენტის ანილ მურთის საუბრების ჩანაწერები მოიპოვა და აქვეყნებს. ჩვენ უკვე გვეწერა იმის შესახებ, თუ რა თქვა მურთიმ მწვრთნელ ხოსე ბორდალასსა და ნახევარმცველ კარლოს სოლერზე, ახლა კი ვთქვათ, რა თქვა მან ხუთ ვალენსიელ ბიზნესმენთან შეხვედრის დროს. „ლივერპული როგორც ქალაქი მძ…რია, მაგრამ მას ჰყავს კლუბი, რომელმაც 20 წლის წინ ბიუჯეტის გასაზრდელად...
ფარეხიდან ფერარი გამოიყვანა
„ლივერპულმა” „საუთჰემპტონს” 2:1 მოუგო და „მანჩესტერ სიტის” ერთი ქულით ჩამორჩება. დარჩა ბოლო ტური. საუთჰემპტონში იურგენ კლოპმა შაბათის (ფეხბურთის ასოციაციის თასის) ფინალთან შედარებით ცხრა კაცით გადასხვაფერებული შემადგენლობა ათამაშა. მერსისაიდელები თავიდან ჩამორჩნენ — მე-13 წუთზე ნეითან რედმონდმა გახსნა ანგარიში, მაგრამ 27-ე წუთზე ტაკუმი მინამინომ გაქვითა, 67-ზე კი ჟოელ მატიპმა გამარჯვების გოლი შეაგდო. კლოპმა თქვა: „თამაშით ძალიან კმაყოფილი...
ბილი შარპს ნაკერები დასჭირდა
„შეფილდ იუნაიტედის” 36 წლის თავდამსხმელ ბილი შარპს ნაკერები დასჭირდა. ის, რაც „ნოტინგემ ფორესტისა” და „შეფილდის” შეხვედრაში მოხდა ძალიან ცუდია და იმაზე მეტყველებს, რომ მასობრივი უწესრიგობები დროგამოშვებით ყველგან ხდება. იმედია საქართველოში ამას ევროპის მხრიდან ხულიგნობალიბერალიზაციად არ მიიღებენ. „ნოტინგემი” და „შეფილდი” ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადასასვლელ ფლეი-ოფს თამაშობდნენ. მასპინძლებმა პენალტებით მოიგეს. პირველ შეხვედრაში „ნოტინგემმა” გაიმარჯვა 2:1, საპასუხოში კი მეტოქეს...







