Soler, blindado con 150 millones | Las Provinciasესპანურ პრესაში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც „ვალენსიას“ პრეზიდენტი ანილ მურტი გუნდის წამყვან ფეხბურთელ კარლოს სოლერს ემუქრება.

საქმე ეხება „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერს. სოლერს კონტრაქტი უმთავრდება „ვალენსიასთან“ და არ აგრძელებს. აუდიოჩანაწერში კი ისმის: „იანვარში უფასოდ თუ წახვალ, მოგკლავ! პრესით. 100 000 ევროს დავდებ ამისთვის… ეს იმიტომ, რომ შენ აკადემიაში გაიზარდე, კლუბმა დიდი თანხა დაგახარჯა და ახლა შენ უნდა მოუტანო კლუბს ფული“.

აქ ხაზი გაუსვეს სიტყვას – „პრესით“. მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა პრესის საშუალებით რეპუტაციის მოკვლა იგულისხმა და არა ფიზიკური ძალადობა. „ვალენსია“ უარყოფს, საუბარი ფალსიფიცირებულიაო.