„ნიუკასლმა” „არსენალს” 2:0 მოუგო. წაგებით გაბრაზებულმა გრანიტ ჯაკამ თანაგუნდელებს შეუტია, მოედანზე ყოფნის ღირსები არ იყავითო. ამას ის გაგრძელება მოჰყვა, რომ ინგლისური ფეხბურთის ვეტერანებმა, „სქაი სპორტის” ექსპერტებმა გარი ნევილმა და ჯეიმი კარაგერმა ნახევარმცველს ახალგაზრდა ფეხბურთელების ასეთი განქიქება არ შეარჩინეს.

Bruno Guimaraes doubled that lead in front of an open goal with just six minutes remaining„არსენალი” ნიუკასლში სათამაშოდ რომ მიდიოდა იცოდა, რომ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში „ტოტენჰემის” ჩამოტოვებას მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შეძლებდა, მაგრამ „მეთოფეებმა” წააგეს და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი, რომელიც ერთიხანობა გარანტირებული ჩანდა, სავარაუდოდ დაკარგეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 29 წლის შვეიცარიელმა „სქაი სპორტთან” ინტერვიუში თქვა: „სწორი სიტყვების შერჩევა ძნელია. დღეს ჩვენ პირველიდან 90-ე წუთამდე მოედანზე ყოფნას არ ვიმსახურებდით. ეს იყო საშინელი ფეხბურთი. ასეთი თამაშით არც ჩემპიონთა ლიგას იმსახურებ და არც ევროპის ლიგას. ამ ფაქტთან შეგუება ამწუთას ძალიან ძნელია.

თავს ვეკითხები, რატომ ვერ გავაკეთეთ მოედანზე ის, რაც მწვრთნელმა გვთხოვა”.

ჯაკას ჰკითხეს, პრობლემა გამოუცდელი მოთამაშეების სიმრავლე ხომ არ არისო. მან უპასუხა:

„თუ ვინმე მნიშვნელოვანი თამაშისთვის მზად არ არის, ჯობს შინ დარჩეს. ვინ რამდენი წლის არის, მნიშვნელობა არ აქვს. ვიმეორებ, ნერვიული ხარ? სკამზე დაჯექი ან სულაც შინ დარჩი. მათ, ვინც მოედანზე საბრძოლველად გავა, ამის შნო უნდა ჰქონდეს. დღეს ჩვენთვის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ფანებს იმედი ვერ გავუმართლეთ. ბოდიშს ვუხდი. ახლა, გასახდელში სამარისებური დუმილია. იმას, რასაც მოედანზე 90 წუთის განმავლობაში უყურებდით თამაშის გეგმასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

არადა, ამ მომენტს ექვსი წელიწადი ველოდით. ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, მაგრამ ისე გამოჩნდა გეგონება ჩვენ ვიყავით ცხრილის შუაში, „ნიუკასლი” კი ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძოდა”.

განრისხება ჯაკამ არც BBC Sports-თან ინტერვიუში დამალა, თუმცა იქ დამატებით დასძინა, რომ „არსენალს” მეოთხე ადგილზე გასვლის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს. სხვა საქმეა, რომ ეს უკვე მარტო „მეთოფეებზე” არ არის დამოკიდებული.

„თუ „ტოტენჰემი” წააგებს, ჩვენ კი მოვიგებთ… ფეხბურთში ვინ იცის რა მოხდება. დღეს, ყველაფერი ჩვენს ხელში იყო. ახლა სხვანაირად არის”.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა ნევილმა და მისმა ლივერპულელმა კოლეგამ კარაგერმა ჯაკა გააკრიტიკეს.

„მას რასაკვირველია ჰქონდა უფლება თანაგუნდელები გასახდელში გაეკიცხა, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ თავადაც ბევრჯერ მოქცეულა ცუდად”.

კარაგერი: „ყველას უყვარს, როდესაც ფეხბურთელი ინტერვიუში ვაჟკაცურად და გულწრფელად ლაპარაკობს, მაგრამ სიტყვების თქმა ადვილია. გადი, თუ ბიჭი ხარ მოედანზე და იქ დაამტკიცე შენი ძალა”.