საფრანგეთის ნაკრების ყოფილ შემტევ ტონი ვერელს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ეს 11 წლის წინანდელი დანაშაულის გამო: ვერელი და მისი ძმები ღამე ერთ-ერთი ბარიდან გამოაგდეს, სადაც დებოში აუტეხავთ. დაცვის თანამშრომლებს ცრემლსადენი გაზი გაუშვიათ.
ვერელი და მისიანები წასულან, მერე კი პისტოლეტითა და ბეისბოლის ჯოხებით დაბრუნებულან.
სამი კაცი დაჭრეს. ვერელის ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული. იყო „ლიონში“, „ბორდოში“, „ლანსში“.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მასშტაბით ვარსკვლავი იყო, თუმცა ნაკრების დონეზე ვერაფერი განსაკუთრებული…