SportMob – 'Inter are in a good period of form' – Simone Inzaghi„ინტერის“ მწვრთნელი სიმონე ინძაგი იტალიის ჩემპიონობის იმედს იტოვებს.
რა უნდა მოხდეს საამისოდ? თავად უნდა მოიგონ „სამპდორიასთან“ და „მილანმა“ უნდა წააგოს „სასუოლოსთან“…
ინძაგი იხსენებს იმ პერიოდს, როცა თავად თამაშობდა. 2002 წელს ინძაგი „ლაციოში“ იყო და ბოლო ტურში „ინტერი“ გაამწარა – 4:2.
ერთი გოლი სწორედ მან გაუტანა და ჩემპიონობა წაართვა. სკუდეტო მაშინ „იუვენტუსმა“ მოიგო. ეს დრამა იყო.
და ახლა როლები იცვლება. სიმონე ინძგიმ მაშინ გაამწარა „ინტერი“, ახლა კი სურს, რომ მისი „ინტერი“ „სასუოლომ“ გადაარჩინოს.
მოხდება კიდევ ერთი მინი-სასწაული?