პსჟ-ს მწვრთნელობის კიდევ ერთი კანდიდატი პორტუგალიელი სერჟიო კონსეისაოა.
ცნობილი გახდა, რომ მას პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო შეხვდა…
„პორტუს“ მწვრთნელი შედეგიანად მუშაობს. გუნდი წლეულს 30-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ქულების მხრივ პორტუგალიის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდი დაამყარა: 91 ქულამდე ავიდა…
გარდა ამისა, გავიხსენოთ, პორტუელებმა ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაშიც ჩაატარეს მაგარი მატჩები, მაგალითად, შარშან „იუვენტუსი“ გამოთიშეს.
რამდენადაა სერჟიო კონსეისაო პრიორიტეტული ვარიანტი?
პსჟ-ს 4 კანდიდატი ჰყოლია: იოაჰიმ ლიოვი, ტიაგო მოტა, ანტონიო კონტე და რა თქმა უნდა, ზინედინ ზიდანი.
სერჟიო კონსეისაო კარგი ფეხბურთელი იყო, ლუიშ ფიგუ-რუი კოშტას თაობის დროს თამაშობდა ნაკრებში. კლუბები კი – „პორტუ“, „ლაციო“, „ინტერი“…