მიმდინარე სეზონში „ვალენსიას” მსაჯებთან სულ პრობლემები აქვს. მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ბევრჯერ დაუჩივლია მსაჯთა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია VAR-ის ტენდენციურობის გამო. „ღამურებსა” და მათ გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ ტელე-არბიტრებმა ბევრი ქულა დააკარგვინეს.

Giorgi Mamardashvili of FC Valencia looks on during the Pre-Season Friendly Match between Valencia and AC Milan at Estadi de Mestalla on August 4,...ერთ-ერთი მსაჯი, ვისთანაც „ვალენსიას” პრეტენზია აქვს, გახლავთ ხავიერ იგლესიას ვილიანუევა, რომელიც დღეს საღამოს ბარსელონაში „ესპანიოლისა” „ჩეების” შეხვედრას მონიტორიდან გაუძღვება. მოედანზე მთავარი არბიტრი იქნება ალეხანდრო მუნისი.

თავდაპირველად VAR-ის არბიტრად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ გუშინ, პარასკევს, შუადღისას გამოაცხადეს, რომ გოსალეს გონსალესი პირადი მიზეზების გამო ბარსელონაში ვერ ჩავა და მის ნაცვლად მონიტორს იგლესიას ვილიანუევა მიუჯდება.

იგლესიას ვილიანუევა ის მსაჯია, რომელიც VAR-ს აკონტროლებდა ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, „ხეტაფესთან”, რომლის მე-3 წუთზე „ღამურებს” უგო გილიამონი გაუძევეს მოედნიდან. საბოლოოდ, მაინც გიორგი მამარდაშვილის გუნდმა მოიგო 1:0.

იგივე მსაჯი იჯდა მონიტორთან „სან მამესზე”, „სამეფო თასის” ნახევარფინალში. იმ შეხვედრაში კარლოს სოლერის წინააღმდეგ უხეშობისათვის მოედნიდან არ გააძევეს დანი გარსია და მოგვიანებით ვივიანის მიერ უგო დუროს საჯარიმოში წაქცევა დატოვეს უყურადღებოდ და პენალტის გარეშე.

მე-5 ტურში, როდესაც „ვალენსიამ” შინ წააგო „რეალთან” 1:2, VAR-ს კაზემიროს უხეშობა გამოეპარა, ორიოდ კვირის წინ კი იგლესიას ვილიანუევამ კვლავ „სან მამესზე” დახუჭა თვალი იმ ეპიზოდში, როდესაც დანი გარსიამ ილიაშს ფეხი ამოჰკრა.