Mourinho Previews Spezia Match: “I am very happy to be at Roma, to be  leading a very different project to the others I have had in my career.” -  Chiesa Di Totti„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიძნელეების მიუხედავად, კლუბში მუშაობას გაისადაც გააგრძელებს.

„მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ვეცდებით. როცა ხედავ როგორ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებენ „ინტერი“, „მილანი“ და  „იუვენტუსი,“ ხვდები, რომ ცხრილში პირველი სამი ადგილი უკვე დაკავებულია. რჩება ერთი – მეოთხე ადგილი. წლეულს ის „ნაპოლიმ“ დაიკავა, გაისად კი შევეცდებით ისინი ჩვენ ჩავანაცვლოთ.

ზოგიერთი მწვრთნელის მსგავსად, არ მაქვს ბედნიერება, ვინც მომესურვება, შევიძინო. ამიტომ გუნდში უნდა მოვძებნოთ ცვლილებების და განვითარების რესურსი.

კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს და წყნარად ვარ. გაისადაც სიამოვნებით ვიმუშავებ „რომაში“, – დასძენს პორტუგალიელი სეციალისტი.

ამჟამად „რომა“ სერია A-ს ცხრილში მეექვსე ადგილზეა. გასულ კვირას კი უეფას კონფერენციის ლიგის ფინალში გავიდა, სადაც 25 მაისს ნიდერლადურ „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება ტირანაში.

ამისდაკვალად, მოურინიუ პირველი მწვრთნელი გახდა, ვისაც გუნდები სამივე ევროთასის (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და ახლა უკვე კონფერენციის ლიგა) ფინალში გაუყვანია. ამით მან თავისი მეტსახელი – „განსაკუთრებული“ გაამართლა.