მოქმედება მეორე: „ბაიერნში“ ისევ კონფლიქტია და ისევ ჰასან სალიჰამიჯიჩსა და მთავარ მწვრთნელს შორის. ბოსნიელს შარშან თუ ჰანსი ფლიკთან ჰქონდა უთანხმოება, ახლა იულიან ნაგელსმანთან აქვს. მიზეზი სატრანსფერო აზრთა სხვადასხვაობაა.
სალიჰამიჯიჩი სპორტული დირექტორია. როგორც ამბობენ, მას პირად საუბარში ნაგელსმანი დაუდანაშაულებია ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო. „ვილიარეალთან“ 0:1, 1:1.
მეორე ვერსიით, ნაგელსმანს უთხოვია, რომ კლუბს „ჩელსის“ მცველი ანტონიო რუდიგერი მოეყვანა, მაგრამ სალიჰამიჯიჩის განცხადება გაჩნდა პრესაში, სადაც თქვა, რომ „ბაიერნი“ ისედაც კარგადაა დაკომპლექტებული და ახალი ფეხბურთელი არ სჭირდება.
კიდევ, რობერტ ლევანდოვსკი იყო სალიჰამიჯიჩზე გაბრაზებული – რატომ თქვა, რომ ზაფხულში ვერსად ვერ წავალო…