ATP Montpellier 2022: Nikoloz Basilashvili vs Damir Dzumhur, Head-to-Head, and Live Stream Details for Open Sud de France » FirstSportzნიკოლოზ ბასილაშვილი რომის ტურნირს მეორე წრეში დაემშვიდობა.
ცენტრალურ კორტზე ბასილაშვილის მეტოქე კანადელ დენის შაპოვალოვი იყო.
მატჩი ერთ საათს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში წააგო – 4:6; 6:7.
თუ მეორე სეტის ტაი ბრეკს არ ჩავთლით, ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად გამოიყურებოდა.
ერთადერთი ბრეიკი პირველ სეტში გაკეთდა და ისიც ბოლოს. რვა გეიმი თანაბარი იყო, მხოლოდ მერცხეში იხეირა შაპოვალოვმა ბრეიკი და მე-10 გეიმით სეტიც მოიგო – 6:4.
მეორე სეტში ტაი ბრეიკამდე საქმე ისე მივიდა, რომ ჩოგბურთელებს ჩაწოდება არ დაუთმიათ – 6:6.
ტაი ბრეიკში კანადელი 5:1 დაწინაურდა, ნიკამ გაიბრძოლა, ჯერ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (4:5), შემდეგ შაპოვალოვის ჩაწოდებაზე მატჩ პოინტი გადაარჩინა, მაგრამ იქვე საკუთარი ჩაწოდებაც წააგო და მატჩიც…