„მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგის გადამწყვეტი მატჩების წინ გაუჭირდა. საკადრო დანაკლისებია.
ტრავმირებულები არიან კაილ უოკერი, რუბენ დიაში და ჯონ სტოუნზი. სამივე მცველია. პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ გუნდში ცამეტნახევარი ფეხბურთელი დარჩა, თუმცა წუწუნს არ აპირებს.
„სამი მატჩი და სამი მცველი დაგვრჩა. როდრის შეუძლია დაცვაში თამაში. გვაქვს აკადემია, სადაც გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში დავეყრდნობით. პლუს, ფერნანდინიომ „ნიუკასლთან“ კარგად გაართვა თავი უკან თამაშს.
…ცამეტნახევარი ფეხბურთელი გვყავს და თითოეულმა სხვების ნაცვლად უნდა ითამაშოს, სხვების არყოფნა რ უნდა გვაგრძნობინოს“.
შეგახსენებთ, „სიტი“ ლიდერია, 3 ქულით უსწრებს „ლივერპულს“.