The star is a household name but we are not revealing his identityეს ამბავი ახლა გახდა ცნობილი, თორემ ისე ლოქდაუნის დროს მომხდარა: ინგლისის ნაკრებს ერთ ფეხბურთელს ტრანსგენდერ ქალთან გატკბობია ურთიერთობა, მას კი ფოტოები გადაუღია და შანტაჟი დაუწყია. ქალი, რომელსაც ჯერ ოპერაციაც არ ჰქონდა გაკეთებული, პრემიერლიგის ვარსკვლავს ინტერნეტში, შესაბამის ვებგვერდზე მოუძებნია.

2021 წლის აპრილში წყვილი ერთმანეთს ქალაქის ცენტრში, ტრანსგენდერის მიერ ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა.

ფეხბურთელს თითოეული შეხვედრა 150 გირვანქა უჯდებოდა.

მას იმედი ჰქონდა, რომ „ცელქობა” ხახვივით შერჩებოდა, მაგრამ სექს-მუშაკმა ფარულად გადაუღო ვიდეო, შეინახა მისი მესიჯები და „შეყვარებული” თავისი საცხოვრებლის წინაც დააფიქსირა.

ტრანსგენდერი ბინაში თვეში 1000 გირვანქას იხდიდა.

შეგროვებული მასალა ქალმა შანტაჟისთვის გამოიყენა. ფეხბურთელს ნაღდი ფულის, 30 000 გირვანქის გადახდა მოუხდა.

როდესაც მიხვდა, რომ ფულის გადახდით მეძავს თავიდან ვერ მოიშორებდა, ფეხბურთელმა პოლიციას მიმართა.

ივნისში გამოძიებამ ტრანსგენდერი დააკავა და დაკითხა, მაგრამ საქმე მალევე შემოდეს თაროზე. მიზეზი: ფეხბურთელმა გამომძიებლებს თავისი მიმოწერისა და სხვა სამხილების მიწოდებაზე უარი უთხრა. მას არ უნდოდა ამბავი გასაჯაროებულიყო და ფანების ბულინგის მსხვერპლი გამხდარიყო.