No description available.ორი ამბავი, თუმცა ერთმანეთთან დაკავშირებული: „ბორნმუთი“ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა. გუნდმა მეორე ადგილი გაინაღდა. და მეორე, უფრო სასიამოვნო… „ბორნმუთის“ ნახევარმცველმა დევიდ ბრუქსმა განაცხადა, რომ სიმსივნე დაამარცხა. მას წინა სექტემბრის ბოლოს მეორე სტადია აღმოუჩინეს და რაღა ეფეხბურთებოდა?! მას შემდეგ არ უთამაშია, მკურნალობდა. მანამდე კი სეზონის 7 მატჩში 1 გოლი გაეტანა.
„დიდი მადლობა წარმოუდგენლად ძლიერ სამედიცინო პერსონალს. მათ გადამარჩინეს! წინა კვირაში ტესტის პასუხებს გადავხედე და საბედნიეროდ, ყველაფერი წესრიგშია. მიხარია ბიჭების წარმატება, მათ დაუჯერებელი სეზონი ჩაატარეს!“ – თქვა 24 წლის ბრუქსმა, რომელიც უელსის ნაკრების წევრიცაა და შესაძლოა, წლეულს ყატარშიც ითამაშოს. ოღონდ, თუ უელსი გავა და თუ თავადაც დაიბრუნებს ფორმას…
ბრუქსი 4 წლის წინ „ბორნმუთმა“ „შეფილდ იუნაიტედიდან“ 11,5 მილიონ ევროდ იყიდა.
წილი
წინა სტატიაკლოპი: წამაკითხეთ სტატია!
შემდეგი სტატიაზლატანი მილანზე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...