ესპანური პრიმერას 35-ე ტურში, 8 მაისს, მადრიდულ დერბიში „ატლეტიკო“ „რეალს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრის წინ კი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები პრინციპული მეტოქისთვის ბოლო დროს მიღებული საჩემპიონო დერეფნის მოწყობას არ აპიერებენ. ეს გადაწყვეტილება მათ ერთხმად მიუღიათ.
ახლა ვითარებას კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნა თუ შეცვლის. მაგრამ, როგორც ჩანს, ბოსები თავს დიდად არ გამოიდებენ, რადგან, დერეფნის მოწყობის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან გულშემატკივრები.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ გასულ უქმეებზე 35-ედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა.