ცნობილი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი, ფილტვების უკმარისობა.

რაიოლა ბევრი ტოპ ფეხბურთელის აგენტი გახლდათ. მისი კლიენტები იყვნენ: ჯანლუიჯი დონარუმა, ერლინგ ჰოლანდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, რომელუ ლუკაკუ, მარიო ბალოტელი, მარკო ვერატი…

რაიოლას ქონება დაახლოებით 73 მილიონ  ევროდაა შეფასებული. ადრე მედიაში დაიწერა, რომ წლულს 12 იანვარს, რაიოლას ფილტვის ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ მისი მდგომარეობა თანდათან დამძიმდა. მისი გარდაცვალების შესახებ ორიოდ დღის წინათაც ითქვა, თუმც მაშინ ფაქტი არ დადასტურდა, ახლა კი ეს სამწუხარო ცნობა მინო რაიოლას ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

Mino Raiola angered at media reports of his death · The42