„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინისთან ურთიერთობა გაიფუჭა და მიზეზი ცნობილია: სუპერლიგის შექმნის მცდელობა.
ჩეფერინიმ ანიელის გველიც უწოდა, თაგვიც და სხვა ეპითეტებითაც შეამკო… ანიელის ახლანდელი კომენტარი კი ასეთია:
„მშვიდად დაველოდებით ევროპულ სასამართლოს და გავიგებთ, გვაქვს თუ არა სუპერლიგის შექმნის უფლება. ჩეფერინისთან დიალოგი აღარ შემდგარა. შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის ფორმულის შეცვლა, მაგრამ რეალურად რა იცვლება ფეხბურთის საკეთილდღეოდ? ბევრს ვერ გაუგია, რომ უკვე გვაქვს სუპერლიგა: ეს ინგლისის პრემიერლიგაა.
…სწორედ პრემიერლიგისკენ იწევს ყველა ტალანტი, რადგან იქ ყველაზე მეტს იხდიან. პრემიერლიგა წელიწადში 4,2 მილიარდ ევროს გამოიმუშვებს და ნელ-ნელა მონოპოლისტი ხდება საკლუბო ფეხბურთში“.