რობერტ ლევანდოვსკი უკმაყოფილო დარჩა „ბაიერნის“ სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის გამონათქვამით:
„ლევანდოვსკი 2022 წელს არსად არ წავა“.
პოლონელი ბომბარდირი ზაფხულისთვის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. გარდა ამისა, ლევანდოვსკი უკმაყოფილო ყოფილა იულიან ნაგელსმანის ტაქტიკით, იმდენი საგოლე მომენტი აღარ მექმნება, როგორც აქამდეო.
„ბარსელონა“? ყველაზე ხშირად „ლევას“ იქ გადასვლაზე წერენ და ვნახოთ, რამდენად რეალურია. გერმანული გამოცემა წერს, რომ „ბაიერნი“ შესაძლო შემცვლელებთან საუბრობს – სებასტიან ალერთან („აიაქსი“), პატრიკ შიკთან („ლევერკუზენი“), დარვინ ნუნიესთან („ბენფიკა“).