Goal.com-მა 2022 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა სია განაახლა.
პირველზე ისევ ქარიმ ბენზემაა, აი, მეორე-მესამეზე კი გადანაცვლება მოხდა: ახლა მოჰამედ სალაჰია წინ და მესამეზე რობერტ ლევანდოვსკი დაქვეითდა.
საინტერესოა, რომ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ოცეულშიც არ ჰყავთ.
და ამ სიიდან ლუკა მოდრიჩის გარდა სხვას არავის არ მოუგია „ოქროს ბურთი“. ვინ დაანება? მუდმივად მესი-რონალდუ…
ახლა კი ფავორიტთა ათეული მიმდევრობით:
ქარიმ ბენზემა („რეალი“); მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“); რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“); კილიან მბაპე (პსჟ); სადიო მანე („ლივერპული“); კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“); ლუკა მოდრიჩი („რეალი“); ვინისიუსი („რეალი“); ფილ ფოდენი („მანჩესტერ სიტი“); ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი („ლივერპული“)