დანი ალვესმა ლეო მესის მიმართა მას მერე, რაც არგენტინელი პსჟ-ში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
ალვესი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია: 43 ტიტული აქვს, ხოლო მესის – 39…
ბრაზილიელმაც სწორედ ამაზე გააკეთა კომენტარი:
„უდიდესი ჩემპიონი სპორტის N1 სახეობაში. ის ბრაზილიელების მეზობელია. უდიდესი, რომელმაც თავად დაწერა საკუთარი ისტორია. ეს ცხოვრებისეული ამბავია, რომ სჯობს უკეთესმა გაჯობოს.
… ეს პოსტი იმისთვისაა, რომ ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი თავის. აირჩიე შენი გზა და ეცადე, საუკეთესო გახდე. მანამდე არ მოისვენო, სანამ მიზანს არ მიაღწევ!“
ისე, 43 და 39 ოფიციალური ვერსიებია ტიტულებისა. არაოფიციალურად 46:42…