სააღდგომოდ ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა და ერთი ტენდენცია გამოიკვეთა. „ბათუმი“ მეტოქეებს ერთი თავით სჯობს და თვითონვე თუ რაღაც არ „მოიფიქრა,“ მათი გამჩერებელი არავინაა.

ჯოვინო და ხვიჩა

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებალიდერმა „ბათუმმა“ მორიგი, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. უკვე აშკარად იკვეთება ყველა მეტოქესთან კლასში სხვაობა. „ბათუმი“ ქართულ რეალობაში ნელ-ნელა უძლეველ გუნდად ყალიბდება.

„ტორპედოსთან“ ისევ მიითვალა დუბლი ჯოვინო ფლამარიონმა. ერთიც საგოლე პასი შეასრულა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგ შედევრად აქცია.

ჯოვინოს უკვე სამი დუბლი მოუგროვდა 9 მატჩში, რაც შთამბეჭდავი და იშვიათი შედეგია. ბრაზილიელი შესანიშნავ ფორმაშია. ქართული პასპორტიც აქვს და ვინძლო მალე ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილოთ.

ქუთაისის „რამაზ შენგელიას“ სტადიონი თითქმის სავსე იყო. ცხადია, ქუთათურები საკუთარი გუნდის საქომაგოდ მივიდნენ, მაგრამ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ბევრი ხვიჩას საცქერად გაემართა სტადიონისკენ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სქართველოში ფეხბურთი კვლავაც ძალიან უყვართ. საკმარისია სულ პატარა მიზეზი და სტადიონები მაშინვე ივსება.

ცვლილება პირველ სამეულში

შეიძლება იყოს 5 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და ბალახი-(ი)ს გამოსახულება22 ქულით „ბათუმი“ ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს. მისმა უშუალო კონკურენტებმა კი მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. „დილამ“ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ფრედ და უკვე სამი პუნქტით ჩამორჩება ლიდერს. „დინამო“ კი სულაც – შვიდით. ამასთან, კახა ცხადაძის გუნდმა მესამე ადგილი „საბურთალოს“ დაუთმო. მართალია, ორივეს 15-15 ქულა მოუგროვდა, მაგრამ საბურთალოელებმა ბურთების უკეთესი ბალანსის გამო აინაცვლეს მესამე ადგილზე.

ლევან კორღალიძის გუნდს ეტყობა, რომ მიმდინრე სეზონში საპრიზო ადგილების კანდიდატი იქნება. „დინამო“ კი ამჯერად ცხადაძის თანაშემწემ, გიორგი ჩიხრაძემ გაიყვანა მინდორზე, რადგან ცხადაძე დისკვალიფიკაციას იხდის. ასეთივე მდგომარეობაშია გორლეთა უკრაინელი თავკაცი, ანდრი დემჩენკო. ამჯერად მის მაგიერ გუნდს ირაკლი მოდებაძე მოძღვრავდა.

სამგურალი 0:0 დილა

ლოკომოტივი 1:2 სიონი

0:1 ტაბატაძე (13 პენ), 1:1 ჭიაბრიშვილი (35), 1:2 ლუკა ხორხელი (53)

გაგრა 1:0 დინამო

1:0 კვირკვია (75)

გაძევება: ხვადაგიანი (24)

ტორპედო 0:3 ბათუმი

0:1, 0:2 ფლამარიონი (13, 25), 0:3 კვარაცხელია (64)

თელავი 0:2 საბურთალო

0:1 ნონიკაშვილი (41), 0:2 ქავთარაძე (90+9)

გაძევება: გოჩოლეიშვილი (90+6)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო35238471:2877
ბათუმი35237585:32 76
სამგურალი351512855:4157
დილა351681145:3556
ტორპედო351581246:4653
საბურთალო351381451:4847
თელავი357171328:3636
გაგრა35991735:5536
სიონი357121633:5833
ლოკომოტივი35152926:968

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 9, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 6, ირაკლი ბიძინაშვილი (ბათუმი), მათე ვაწაძე (გაგრა) – 4