„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში ფრენკი დე იონგის შეძენას ეცდება. ეს მანკუნიანელთა ახალი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის ინიციატივაა და გასაკვირი არც არაფერია: ტენ ჰაგს ბრწყინვალე „აიაქსში“ ჰყავდა და დე იონგი იქ პირველ ვიოლინოდ ითვლებოდა.
დე იონგი როცა ახალი მისული იყო „ბარსაში“, მაშინ უჭირდა, ახლა კი მშვენიერ ფორმაშია და მისი დათმობა კატალონიელთა გეგმებში ნამდვილად არ იქნება.
ეგაა, ფინანსური მდგომარეობის გამო, „ბარსა“ ზაფხულში ფეხბურთელების ტრანსფერების გადახედვას აპირებს.
დე იონგს 2026 წლამდე აქვს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი.